გურიაში, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ობიექტების შემოწმება იწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის რეგიონის მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით სხვადასხვა ობიექტების შემოწმება უახლოეს დღეებში დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს (სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, როინ ვარშანიძე დღეს სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას შეხვდა. მხარეებმა კონტროლის აუცილებლობაზე, კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ობიექტების შემოწმების მიზანია, დადგინდეს არის თუ არა ობიექტი ტექნიკურად გამართული და ადამიანის სიცოცხლისთვის უსაფრთხო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი პაატა ლომთაძე, სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნინო შეწირული და გურიის სტატისტიკის ბიუროს უფროსი ბადრი რამიშვილი.

Visited 305 times, 1 visit(s) today