გურია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლატვიაში ადგილობრივი სოლიდარობის ევროპულ დღეებს გურია შეუერთდა. რეგიონი საერთაშორისო პროექტის მონაწილეა, რომლიც ითვალისწინებს მოსახლეობის ინფორმირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP), წევრი ქვეყნების – საქართველოსა და უკრაინის შესახებ. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, ოზურგეთში საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინეს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები კი ლატვიის დამოუკიდებლობის დღეს დაჯილდოვდებიან. კონკურსის ორგანიზატორები პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან, ხოლო ოზურგეთს, მეოთხე საჯარო სკოლა წარმოადგენს. პროექტის მხარდამჭერებს შორისაა ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების ასოციაცია და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

Visited 75 times, 1 visit(s) today