გურიის გუბერნატორი „თიბისი ბანკის” წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებს ვლადიმერ მურუსიძესა და გიორგი დავითაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლებმა კოორდინირებული მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და გუბერნატორს საკუთარი ხედვები გააცნეს. ასევე, იმსჯელეს ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზეც.
„დღეს ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. „თიბისი ბანკის“ რეგიონულმა დირექტორმა ვლადიმერ მურუსიძემ გურიაში სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის სრული მზაობა გამოთქვა. ყველაზე მთავარი სწორედ მათი ჩართულობაა სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა „აწარმოე საქართველო“ და „დანერგე მომავალი“. მაქსიმალურად ვეცდებით არსებული აგრო პაკეტი ფერმერებამდე მივიტანოთ, რომლითაც შემდეგში ისინი შეძლებენ სამუშაოების განხორციელებას. შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე და ბანკის წარმომადგენლებს მინდა სრული მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადო,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
გუბერნიაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და სოსო ერქომაიშვილი დაესწრნენ.

Visited 220 times, 1 visit(s) today