გურიის გუბერნატორი ისტორიული მუზეუმის წარმომადგენლებს შეხვდა

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო“-სა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონში ეთნიკურ უმცირესობათა ღონისძიებების (გამოფენა, კონცერტი, საღამო) ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
„დღეს გავეცანი „სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო“-სა და ისტორიული მუზეუმის ერთობლივ პროექტს „განსხვავებული კულტურების ახალი სუნთქვა“, რომელიც წარმოდგენილ იქნა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანი ეთნიკური უმცირესობების კულტურული იდენტობის წარმოჩენა და კულტურული დიალოგის ხელშეწყობაა. აღნიშნული პროექტის დაფინანსების შემთხვევაში ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ მხარი დავუჭიროთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორცილებას,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Visited 170 times, 1 visit(s) today