გურიის გუბერნატორი მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში იმყოფებოდა და ე.წ. ყოფილი „სამხედრო ქალაქის“ ტერიორიაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლები მოინახულა. მერაბ ჭანუყვაძე სოციალურ საცხოვრისში არსებულ ვითარებას გაეცნო და მათი საჭიროებები და პრიორიტეტული საკითხები უშუალოდ მოქალაქეებისგან მოისმინა. ადგილობრივებმა შეხვედრაზე ყურადღება გაზიფიცირების სამუშაოებზე გაამახვილეს. გუბერნატორმა კი მათ შეძლებისდაგვარად დახმარება დაჰპირდა. მოქალაქეებმა გუბერნატორს მათი პრობლემებით დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მერაბ ჭანუყვაძის განმარტებით სოფელ მერიაში საცხოვრებელი ფართით 90 უსახლკარო ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა. მოგვარდა სასმელი წყლით მომარაგების პრობლემაც. ხუთსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე 742 878 ლარი დაიხარჯა

Visited 111 times, 1 visit(s) today