გურიის გუბერნატორი სოფელ წითელმთის მოსახლობას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთის მოსახლობას შეხვდა.

„შევხვდი მოსახლეობას, მოვისმინე მათი პრობლემები. განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფელში არსებული კარიერების საკითხი. მათი შეფასებით კარიერების დამუშავება იწვევს გარემოს დაბინძურებას, ასევე, უწყობს ხელს მეწყერ საშიშ და ეროზიული პროცესების განვითარებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ პროცესში ჩაერთონ დარგის სპეციალისტები, რის შედეგადაც უახლოეს დღეებში გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები“- განაცხადა გუბერნატორმა.

Visited 227 times, 1 visit(s) today