გურიის გუბერნატორმა ახალი წელი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ დღეს გურიის რეგიონში სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა. მერაბ ჭანუყვაძემ მათ შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

„მოვინახულეთ ოზურგეთში და ლანჩხუთში მცხოვრები რამოდენიმე სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახი, მივულოცე დამდეგი ახალი წელი და მათ საჭიროებებს ადგილზე გავეცანი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის სწორედ ასეთი ოჯახების გვერდით დგომა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება, რომელსაც აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალშიც“- განაცხადა გუბერნატორმა.

Visited 203 times, 1 visit(s) today