გურიის რეგიონის საკურორტო ზონებში დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის რეგიონის საკურორტო ზონებში დასუფთავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ურეკი – შეკვეთილის, გრიგოლეთის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა ნარჩენისგან გაიწმინდა. დამატებით განთავსდა 500 ურნა.
საკურორტო ზონებში არსებულ ვითარებას, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

„უამინდობისა და ძლიერი ღელვის შედეგად ხდება სანაპიროს დანაგვიანება. „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის” თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ სანაპირო ზოლს. დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, დასუფთავების სამუშაოები სისტემატიურად გაგრძელდება“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

Visited 83 times, 1 visit(s) today