გურიის რეგიონის 13 სოფელში წელს გაზიფიცირება მოხდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება რამდენიმე სოფელში იგეგმება. ესენია: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები-გორაბერეჟოული, ხიდისთავი, ზენობანი, ერკეთის ადმინისტრაციული ერთეული.
ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დვაბზუ, ბახვი, ლაითური.
ასევე დაიწყება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების შრომისა და წვერმაღალას, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: დაბლაციხის, შუა ამაღლების, ამაღლებისა და სამების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები.
ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელში მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა. მისი ეტაპობრივად გადახდა ისევ შენარჩუნებულია და მოსახლეობა უკვე შემცირებულ ტარიფის გადაიხდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეუძლია. მომსახურების საფასურის ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

Visited 331 times, 1 visit(s) today