გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება ყაზბეგის ქუჩის და სოფელ მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს გოთუასა და ნაკაშიძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება 1 234 519 ლარს შეადგენს. სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, იგება 950 გ.მ. ბეტონის გზა. პროექტების ჯამური ღირებულება 190 607 ლარს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

Visited 86 times, 1 visit(s) today