დაბა ბახმაროში, სასტუმრო „ბახმაროს პიონერებში“ კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH -ის დირექტორმა , მიხეილ ნიბლაძემ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ივანე პირველმა, ხელი მოაწერეს მემორადუმს.
მემორანდუმის ფარგლებში, გურიის რეგიონში მნიშნველოვანი ინიციატივები განხორცილედება:
1. „გურიის ჩაის გზის“ შექმნა;
2. 36 კმ-იანი სიგრძის საფეხმავლომარშრუტის შემუშავება, რომელიც გურიის მთიან ტერიტორიებს, კერძოდ გომის მთასა და კურორტ ბახმაროს აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძისთან დააკავშირებს;
3. მხარეები აგრეთვე შეისწავლიან რეგიონში არსებულ ენერგეტიკული სახის შესაძლებლობებს,
რის მიხედვითაც დაგეგმავენ, როგორც ცნობიერების ამაღლებაზე გათვლილ, ასევე, ენერგოეფექტურობის მომტან პროგრამებსა და კამპანიებს.
ყველა ეს პროექტი ემსახურება გურიის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და მეტი კეთილდღეობის მოტანას რეგიონის მოსახლეობის, ადგილობრივი მეწარმეებისა და
ტურისტულ ბიზნესში ჩართული აქტორებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ირაკლი კუჭავა, არჩეული მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე.