გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურჯაანში ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, USAID- ის წარმომადგენელთან, გოჩა ლობჟანიძესთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გივი გერგიძესთან ერთად დაათვალიერა.
USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფაგლებში შემუშავდა გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის დახურვის გეგმა. აღნიშნული გეგმის მიზანი იყო, წარმოედგინა პროექტირების საფუძველი და აქტივობები, ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად.
გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებდა სტანდარტების შესაბამისად დაიხურა. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და თიხნარი გრუნტით გადაფარვა.
ამ დროისთვის, გურჯაანის ნარჩენს თელავისა და დედოფლისწყაროს კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელები იღებს.
გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულება 329 998 ლარია.

Visited 253 times, 1 visit(s) today