გურჯაანში შიდა საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ გურჯაანში გურამიშვილის ქ. #13 და #13 ა-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელი გზის და ეზოს მოასფალტება მიმდინარეობს.
სამუშაოებს შ.პ.ს გზა ასრულებს და ის მიმდინარე წლის 5 აგვისტომდე დასრულდება. ახალი ასფალტის საფარი 1350 კვ.მ-ზე დაიგება.
მოასფალტების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Visited 199 times, 1 visit(s) today