გურიის რეგიონში მცხოვრებ 69 ეკომიგრანტ ოჯახს კერძო სახლი გადაეცა

29/06/2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით გურიის რეგიონში მცხოვრები 69 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერეს.

ეკომიგრანტი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 400-მდე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0