დაბა ბაკურიანში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა ბაკურიანში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ტერიტორიაზე აშენდა რკინა-ბეტონის კედლები, რომლებიც მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, მოეწყო ასევე მოაჯირები, სვეტები და კიბეები, განხორციელდა ლითონის კონსტრუქციების სამღებრო სამუშაოები. პროექტისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 441 ლარი გაიხარჯა. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ დაბიდან გაუსვლელად 200-ზე მეტი სახეობის მომსახურებით ისარგებლონ. შენობა დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკით. სერვისების მიღების გარდა საზოგადოებრივ ცენტრში შეიძლება მოეწყოს საჯარო განხილვები, დისკუსიები, სასწალო კურსები, ტრენინგები, საქმიანი შეხვედრები, ლიტერატურული შემოქმედებითი საღამოები და ა.შ.

Visited 175 times, 1 visit(s) today