დაბა ბაკურიანში რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა 2019” აღინიშნა

დაბა ბაკურიანში რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა 2019” აღინიშნა. დღესასწაულს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე და მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები, სადაც ხელოვნების ოსტატთა სამუშევრები გამოიფინა, მსურველებს ადგილობრივი კულინარიის დაგემოვნების საშუალებაც მიეცათ. საინტერესო ნაწილს წარმოადგენდა ასევე სამეწარმეო მარკეტი. მეწარმეებმა ბრენდირებული ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს, რომლებიც დღეს საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„ფუძეობის“ დღესასწაულის შემადგენელი ნაწილი იყო ასევე ფოლკლორული კონცერტი, საბავშვო გასართობი კუთხეები, კოსტუმირებული შოუები და დასკვნითი კონცერტი ლელა წურწუმიასა და ჯგუფ “NONSTOP”-ის მონაწილეობით.
„ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. „ფუძეობა“ კრედო ბანკის გენერალური სპონსორობით, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს, მხარადჭერითა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით ხორციელდება. ფესტივალის სლოგანია „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. დღესასწაულს სამცხე-ჯავახეთის გარდა წელს კიდევ 5 რეგიონი უმასპინძლებს.

Visited 143 times, 1 visit(s) today