დაბა სურამში სარაჯიშვილის ქუჩის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში სარაჯიშვილის ქუჩის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი ადგილზე იმყოფებოდნენ და სამუშაოებს ეცნობოდნენ. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მშენებლობა, უკვე დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა, უმოკლეს დროში კი ასფალტის მეორე ფენის დაგება განხორციელდება და ქუჩა მთლიანად კეთილმოეწყობა. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 238 975 ლარს შეადგენს. სამუშაოების განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე ხელი შეეწყობა ტურიზმის განვითარებას.

Visited 116 times, 1 visit(s) today