დაბა სურამში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული პროექტის შესაფასებლად, დღეს, 6 ივლისს, ადგილზე იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, ხიდი წლების განმავლობაში ავარიული იყო, პროექტის განხორციელების შედეგად კი მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალება მიეცემა. ხიდის რეაბილიტაცია მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 9 381 ლარია გამოყოფილი.
Visited 228 times, 1 visit(s) today