ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ტალახაძის ქუჩის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას ითვალისწინებს, ამ ეტაპზე ხორციელდება ასფალტის პირველი ფენის დაგება, უკვე მოეწყო ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, უახლოეს პერიოდში კი ასფალტის მეორე ფენაც დაიგება. ტალახაძის ქუჩა მჭიდროდაა დასახლებული, შესაბამისად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტით 500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და დამსვენებელი ისარგებლებს. დაბა სურამში ტალახაძის ქუჩის მოწყობის სამუშაოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 372 803 ლარს შეადგენს.
Visited 119 times, 1 visit(s) today