დაგვას საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად 106 304 ლარია გათვალისწინებული.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყობა გასართობი კუთხე, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხი, ეზო დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.
დაგვაში 70 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გასულ წელს აშენდა. პროექტის განსახორციელებლად გამგეობამ 355 770 ლარი დახარჯა.
Visited 431 times, 1 visit(s) today