დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც ეკონომიკისთვის ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით,“ – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საპენსიო უზრუნველყოფის სქემა შეგვიძლია სამი მიმართულებით დავყოთ: დაგროვებითი პენსია, კერძო საპენსიო ფონდები და საყოველთაო პენსია.

„ამ ჩამონათვალიდან დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე საპენსიო აქტივების ღირებულებაა 1 მლრდ 420 მლნ ლარი, მათ შორის დარიცხული სარგებელი 148.8 მლნ, ხოლო რეგისტრირებულია 1 მლნ 145 808 მონაწილე,“ – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

Visited 37 times, 1 visit(s) today