დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც თინა ხიდაშელი არ ადასტურებს, რომ პოსტზე მისი ყოფნის ვადა ვარშავის სამიტს უკავშირდებოდა. ეკა ბესელიას თქმით პრემიერ-მინისტრია უფლებამოსილი პირი მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების განხორციელების შესახებ.
„დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელიც არის მთავრობის ხელმძღვანელი და გიორგი კვირიკაშვილი არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეში ალბათ გაირკვევა საარჩევნო სუბიექტების პოზიციები მათ შორის რესპუბლიკელების და დაველოდოთ მთავრობის ხელმძრვანელის გადაწყვეტილებას“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Visited 176 times, 1 visit(s) today