დავით აღმაშენებლის გამზირზე ძველი ჭედური ნაკეთობები აღდგა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, აღმაშენებლის გამზირზე შეიცვალა ლითონის ჭიშკრები და და აივნის ჭედური მოაჯირები.
პირველ ეტაპზე, მოხდა ლითონის ჭიშკრებისა და აივნის ჭედური მოაჯირების შენობებიდან ჩამოხსნა და სპეციალურად მოწყობილ საამჭედლოებში სარესტავრაციოდ გადატანა.
სარესტავრაციო სამუშაოები სამჭედლოებში უკვე დასრულებულია.
აღმაშენებლის გამზირზე ისტორიულ შენობებსა და თბილისურ ეზობს ეტაპობრივად უბრუნდება აღდგენილი და განახლებული ჭედური ნაკეთობები.
დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დაგეგმილი სარესტავრაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი სექტემბერში დასრულდება.

Visited 527 times, 1 visit(s) today