დავით გალეგაშვილი კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი კალიფორნიის უნივერსიტეტის – დევისის პროფესორს, კურტ კორნბლუტს და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აგრარული მიმართულებით პროფესიული სასწავლო პროგრამების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
დავით გალეგაშვილმა ვრცლად ისაუბრა ბოლო წლებში მთავრობის მიერ აგრარული დარგის პრიორიტეტულად გამოცხადების შესახებ. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროფესიონალი კადრების მომზადება, რასაც აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
როგორც დავით გალეგაშვილმა აღნიშნა, კალიფორნიის უნივერსიტეტი – დევისი აგრარული მიმართულების სასწავლებლებს შორის მსოფლიოში აღიარებული უნივერსიტეტია და მისი რესურსის, როგორც აკადემიური პერსონალის, ისე გამოცდილების გაზიარების კუთხით, გამოყენება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.

Visited 136 times, 1 visit(s) today