დავით დონდუამ თელ-ავივის კიბერ უსაფრთხოების სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო თელ-ავივის კიბერ უსაფრთხოების სამიტში.

2017 წლის 28 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო თელ-ავივის კიბერ უსაფრთხოების სამიტში, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის ეროვნული კიბერ უსაფრთხოების დირექტორატის მიერ იყო ორგანიზებული. სამიტის სესიაზე – “ქვეყნების მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა”, დავით დონდუამ მოხსენება გააკეთა.

Visited 139 times, 1 visit(s) today