დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან დანიილ ხოშაბოსთან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის მრჩეველთან მარსელ კაპსთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ზეცსთან.
ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ. ყურადღება გამახვილდა რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრების, ასევე აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

Visited 130 times, 1 visit(s) today