დავით ზალკალიანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩ იანოშ ჰერმანთან.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ გაერო-სა და ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობაზე.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის დროულად შემოღების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან 8 ოქტომბერს გამართული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის პოზიტიურ შეფასებასა და ასევე, მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურს.

Visited 128 times, 1 visit(s) today