დავით ზალკალიანი საქართველოში ქუვეითის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა საქართველოში ქუვეითის სახელმწიფოს ელჩთან (რეზიდენციით ქ. ერევანი) ნავაფ აბდულაზიზ ალენეზისთან.
შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და ქუვეითს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით საჰაერო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროებში.
მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოსა და ქუვეითს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

Visited 147 times, 1 visit(s) today