საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სომხეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმდინარე ვიზიტს სომხეთის რესპუბლიკაში, ისევე როგორც აღინიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რამაც დამატებითი იმპულსი მისცა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.