დავით ნარმანია საშობაო ლიტურგიას დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერი, დავით ნარმანია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
საზეიმო ღვთისმსახურება, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ აღავლინა. წირვის დაწყებამდე წაიკითხეს საშობაო ეპისტოლე.
დავით ნარმანიამ მართლმადიდებლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მათ ღვთის წყალობა, წარმატება და ბედნიერება უსურვა.
Visited 162 times, 1 visit(s) today