დავით ნარმანია: ტრაგიკული დღეა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს, რა თქმა უნდა, ტრაგიკული დღეა. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წლებია ელოდებოდნენ თავიანთი შვილების, მამების გადმოსვენებას და მიწას მიბარებას. მათი სურვილი იყო, რომ მათ მუდმივი განსასვენებელი ჰქონოდათ. მათ მივაბარებთ ქართულ მიწას და ისინი იქნებიან იმ ადამიანების გვერდით, რომელთა გვერდითაც იყვნენ მთელი იმ დროის განმავლობაში. ეს იქნება ადგილი, სადაც ოჯახების წევრები, თითოეული ჩვენგანი შევძლებთ, მივიდეთ და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Visited 111 times, 1 visit(s) today