დავით ნოზაძე სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების აღდგენა-მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების აღდგენა-მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორისაა თიანეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ამ ეტაპზე ერთდროულად 5 ადმინისტრაციულ ერთეულში კეთდება ნაპირსამაგრი გაბიონების კედლები, გადასასვლელი რკინა-ბეტონის ფილები, საფეხმავლო ხიდები, ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე არხები. სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 700 000 ლარამდე შეადგენს. არტნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად გაეცნო.

„მთავრობის განკარგულებით, ინტენსიურად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები. აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის როგორც აღდგენა-მოწყობა, აგრეთვე, მშენებლობა, რათა მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხო გადაადგილება. რა თქმა უნდა, ყველა იმ ადგილას, სადაც ამისი საჭიროება არსებობს, სამუშაოები აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა დავით ნოზაძემ.

Visited 52 times, 1 visit(s) today