დავით სერგეენკომ გრიპით ავადობის შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გრიპით ავადობის შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა და დაავადების რაოდენობის კლების ტენდენციაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ავადობის რაოდენობრივი მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა გამოვლენილი დაავადება მძიმედ მიმდინარეობს.
დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიპის ვირუსთან მიმართებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა, სამოქმედო გეგმა წარმოადგინა და ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

Visited 86 times, 1 visit(s) today