დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
დავით სერგეენკომ აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მან 50-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისგან სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები მოისმინა.

Visited 243 times, 1 visit(s) today