დავით სერგეენკო კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კატარის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფა მიიღო. დიპლომატმა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს ინოვაციების მსოფლიო სამიტის მოსაწვევი გადასცა. დავით სერგეენკო სამიტზე პირადად კატარის ჯანდაცვის მინისტრმა მიიწვია. ინოვაციების მსოფლიო სამიტი ნოემბრის ბოლოს, დოჰაში გაიმართება. ღონისძიებაზე სამედიცინო სფეროს სიახლეები იქნება წარმოდგენილი.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს. კატარის სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში სამედიცინო სფეროში განათლებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა, შესაძლოა, ორმხრივი პოზიტივის მომტანი იყოს

Visited 155 times, 1 visit(s) today