დავით სერგეენკო ყაზახ კოლეგას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყაზახ კოლეგას, ელჟან ბირტანოვს შეხვდა. ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.
დელეგაციის წევრები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. მიიღეს ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმისა და კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის ფორმატზე. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ყაზახეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს.

Visited 146 times, 1 visit(s) today