დავით სერგეენკო EBRD-ის დირექტორს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა. შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრეს. ასევე განიხილიეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ბრუნო ბალვანერამ ჯანდაცვის მინისტრს, სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსადმი მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.

Visited 138 times, 1 visit(s) today