დავით უსუფაშვილი ელმარ ბროკს და გი ვერჰოვშტადს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ვიზიტი დაიწყო. დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელმარ ბროკთან და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტთან, გი ვერჰოვშტადთან, გამართა. შეხვედრებზე ვიზალიბერალიზაციის პროცესის, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. ელმარ ბროკმა და გი ვერჰოვშტადმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

Visited 135 times, 1 visit(s) today