დავით უსუფაშვილი ”ქართული ოცნების” ყრილობას არ დასწრებია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ”ქართული ოცნების” ყრილობას არ დასწრებია. როგორც pro-news-ის ჟურნალისტი სპორტის სასახლიდან იუწყება, პარტიის ყრილობაზე მხოლოდ ”რესპუბლიკელი” მინისტრები პაატა ზაქარეიშვილი და გიგლა აგულაშვილი იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, ყრილობაზე მოსაწვევი პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო, თუმცა დღეს ის ყრილობას არ დასწრებია.
”ქართული ოცნების” ყრილობა დღეს სპორტის სასახლეში გაიმართა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი და პოლიტიკური საბჭოს წევრთა განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.

Visited 146 times, 1 visit(s) today