დავით შერაზადივილი სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადივილმა, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარესა და წევრებს უმასპინძლა. ოლივერ რაისნერმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ახალი პროექტი ,,გერმანულ-ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრი ბოლნისში“ წარუდგინა და პროექტის განხორციელებისას მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
პროექტი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი რესურსების, არქიტექტურისა და ქალაქ ბოლნისის პოტენციალის გამოყენებაზე. ბოლნისის უნიკალური ისტორიული არქიტექტურა და ქალაქგეგმარება პოტენციალს წარმოადგენს ასევე საჯარო სივრცეებში სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობისათვის.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, წარმოდგენილი შეთავაზება მოიწონა და სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წარმომადგენლებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

Visited 192 times, 1 visit(s) today