დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

“ბოლნისში მცხოვრებ ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზბაირამის დღესასწაულს გილოცავთ! ეს არის საერთო სახალხო დღესასწაული, რომელიც ახალი სიცოცხლის დასაწყისთან ასოცირდება. რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სახელმწიფოს სიმდიდრეა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც კომპაქტურად არის დასახლებული აზერბაიჯანელი მოსახლეობა. ჩვენი მეგობრობა რამდენიმე საუკუნეს ითვლის და სამაგალითოა ის ურთიერთობა, რომელიც ქართველ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს დღეს ერთმანეთთან გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს!”

Visited 238 times, 1 visit(s) today