დავით შერაზადიშვილი, სოფელ სავანეთისა და ტალავერის ფერმერებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შპს „საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორ გიორგი ხუბუასთან ერთად სოფელ სავანეთისა და ტალავერის ფერმერებს შეხვდნენ. ზაფხულის სეზონზე მოსახლეობის წინაშე სარწყავი წყლის პრობლემა მწვავედ დგას. ვითარებას ადგილზე გასაცნობად და ფერმერებთან შესახვედრად დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ფერმერებთან შესახვედრას შპს „საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორთი გიორგი ხუბუა და კომპანიის ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელი გენადი გამიძაშვილიც ესწრებოდნენ.
მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მაქსიმალურად მოხდება ყველა რესურსის მობილიზება, რათა მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ნაკვეთების მორწყვა, აქვე დაიდო პირობა, რომ მოსახლეობა სამი დღის მანძილზე უწყვეტად ისარგებლებს სარწყავი წყლით.

Visited 110 times, 1 visit(s) today