დავით შერაზადიშვილმა და გოგი მეშველიანმა სოფელ მუშევანში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სოფელი მუშევანი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. დღეს მუშევანში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა სოფლის შესასვლელთან მოწყობილ ბლოგპოსტთან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა გამართეს. მერმა და დეპუტატმა ახალგაზრდებს კორონავირუსის გავრცელების, მისი პრევენციის მიზნით დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე დავით შერაზადიშვილმა და გოგი მეშველიანმა ახალგაზრდებს საკარანტინო წესების ზედმიწევნით შესრულების მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ.

Visited 79 times, 1 visit(s) today