ბოლნსის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დღეს გაფართოებულ თათბირზე, სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს ახალი კადრები წარუდგინა. დავით შერაზადიშვილმა გამგებლის წარმომადგენლად ქალაქ ბოლნისში დიმიტრი მოდებაძე დანიშნა. გამგებელმა თანამშრომლებს ახალი წარმომადგენელი გააცნო, როგორც ახლგაზრდა, ენერგიული და პასუხისმგებლობით სავსე კადრი.
,,მჯერა, დიმიტრი სამაგალითოდ გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და იქნება ღირსეული წარმომადგენელი ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში”,- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.
დღესვე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამსახურის უფროსებს გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების შექნა აცნობა და ახალი სპეციალისტებიც გააცნო.
,, მოგეხსენებათ, მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების სწორად ინფორმირება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. ჩვენი ვალდებულებაა ხალხს ერთგვარი ანგარიში ჩავაბაროთ, თუ რამდენად პრიორიტეტულად იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ახალი განყოფილება, დაგვემატა მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც ენერგიას არ დაზოგავენ იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი გაკეთებული საქმეების საზოგადოებამდე დროულად მიტანა”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.