დავით ჯალაღანია ვიზიტით კოლუმბიის რესპუბლიკაში იმყოფება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, მონაწილეობს წყნარი ოკეანეთის ალიანსის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების მეორე მინისტერიალში, რომელიც წყნარი ოკეანეთის ალიანსის მე-12 სამიტის ფარგლებში იმართება კოლუმბიის რესპუბლიკის ქ. კალიში. საქართველოს დელეგაციის შემადგელობაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გვარამ ხანდამიშვილი და კოლუმბიაში საქართველოს საელჩოს (რეზიდენციით ქ. ბარაზილია) მრჩეველი გიორგი სირბილაძე.
მინისტერიალის ფარგლებში, 29 ივნისს, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა გაერთიანების წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებს. თავის გამოსვლაში, დავით ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა ლათინური ამერიკის რეგიონთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების წარმატებულ პროცესს. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ეკონომიკური განვითრების ლიბერალური მოდელის წარმატების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

Visited 333 times, 1 visit(s) today