დავით ჯიქია სერბეთის თვითმმართველობათა ასოციაციის წარმომადგენელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია სერბეთის თვითმმართველობათა ასოციაციის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მდივანს, მაია კნეჟევიჩს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც ა(ა)იპ ,,რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის’’ ხელმძღვანელი გიგა ჯღარკავაც ესწრებოდა, საუბარი თვითმმართველობის საკითხებს, სხვადასხვა პროექტების განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

Visited 207 times, 1 visit(s) today