დათო გოგუამ სოფელ ნაფიჩხოვოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

21/11/2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დღეს სოფელ ნაფიჩხოვოში , ლედარსალეს უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ უბანში 280 ოჯახი ცხოვრობს. პროექტი გარდამავალია. ის 1 800 000 ლარით რ ეგ. განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში , გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ თაიაშიც ჩატარდება. სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ ასრულებს. დათო გოგუა მოსახლეობასაც შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. ადგილობრივებმა მადლიერება გამოთქვეს მიმდინარე საგზაო ინფრასტუქტურის მოწყობის გამო და აღნიშნეს,რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზის დაგებით წლობით დაგროვილი პრობლემა მოგვარდება.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარი დღემდე არ ყოფილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0