დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონში ცვლილები განიხილა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის ნანა ზამთარაძის განმარტებით, ცვლილების შედეგად მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს გეოლოგიური ფონდის არქივის შენახვის უფლებამოსილება ექნება.

„კანონში ცვლილების შედეგად, სამართლებრივად მოწესრიგდება მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გეოლოგიური ფონდის დოკუმენტების, როგორც არქივის შენახვის საკითხი. ასევე, სააგენტოს მიენიჭება უფლებამოსილება აწარმოოს არქივი და შეინახოს სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდს მიკუთვნებული მასალები“, – განაცხადა მომხსენებელმა.

ცვლილების განხორციელებით ერთი უწყების კომპეტენციის ქვეშ მოექცევა გეოლოგიური ფონდების აღრიცხვა-შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობა. ამავდროულად, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტების შენახვის უფლება გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც დარჩება.

Visited 28 times, 1 visit(s) today