დარიალის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონებში პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. ზურაბ ალავიძემ ყაზბეგში, დარიალის მონასტრის რეზიდენციამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაათავლიერა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულ მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი და ხდება ქვაფენილებით მოწყობა. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ავტოსადგომისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა. სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება, რომლის შედეგად ადგილობრივებს, მომლოცველებსა და ტურისტებს მონასტრამდე მისვლის პრობლემა აღარ ექნებათ.
პროექტს მსოფლიო ბანკი 1,5 მილიონი ლარით აფინასებს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ზურაბ ალავიძე პროექტების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და რეგიონებში შიდა გზებზე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

Visited 185 times, 1 visit(s) today