“მიხეილ სააკაშვილის ამოცანა უკრაინაში, როგორც თვითონ ამბობს, ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე, ვთქვათ, პრემიერმინისტრობა, ან პრეზიდენტობა. ეს ქვეყანა, როგორც მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპისთვის არის საკვანძო სახელმწიფო. ის პუტინის იმპერიასთან ბრძოლის წინა ხაზია, ამიტომ იმ ქვეყანაში წარმართული პროცესები მნიშვნელოვანწილად ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს მთელ ევროპაში. ამიტომ ეს ბევრად უფრო ამბიციური ამოცანაა ამბიციური პოლიტიკოსისთვის”,- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ prof-news-თან საუბრისას.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც გითხარით, დღეს ის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია და სარგებლობს საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილის მხარდაჭერით და ეს არის სწორედ მისი ძალა. ახლა უკრაინაა მისი ასპარეზი. აქედან გამომდინარე მისი თანამდებობა ოდესაში იქნება, თუ სხვაგან ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. პოლიტიკოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა, პოლიტიკური მხარდაჭერაა.
რაც შეეხება საქართველოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ გაიგო, რა იყო ტყუილი, რა იყო მართალი. ისიც გაიგო, რა გაკვეთილები გამოიტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი წარსულიდან, მათ შორის კარგიდან, თუ ცუდიდან. რა შეცდომებიც აქვს დაშვებული „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ჩვენ კარგად ვიცით და ძალიან ბევრი რამ საჯაროდაც ვთქვით და ვისაუბრეთ. ვაცნობიერებთ ამ ველაფერს. იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის მთავრობას ყველა ასპექტით უკან მიჰყავს ქვეყანა. ახლა კიდევ პირადი ცხოვრების ამბები. ამ ფონზე დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და ივანიშვილის ხელისუფლება წარსულს ჩაბარდება. ჩვენ გვაქვს სერიოზული ამოცანები ქვეყნის ამ მდომარეობიდან გამოსაყვანად.
აქაც დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი, როგორც გამოცდილი პოლიტიკური ლიდერი თავის სიტყვას იტყვის, აუცილებლად”,- განაცხადა ბარამიძემ.